понедельник, 25 мая 2009 г.

ბედისწერის ოინი…The trick of fate...

ჯანრი გოგეშვილი
ბედისწერის ოინი…

ლაღი ჟივილი, მწიფე ლეღვთან ჩიტთა სერობა,
უსტვენდა შაშვი, მბაძავი კი სხვაფრივ ცელქობდა,
ჩასაფრებული მტაცებელიც მსწრაფლ შემოფრინდა,
ჟივჟივი ჩაკვდა, გუნდი დაფრთხა, გაქრა ერთობა…

”უჰ, შავარდენი!” მარბიელი მეჩვენა ასე,
ველური ეშხის ელვარებამ ლამის მომხიბლა…
გამოედევნა ჩიტს დაბნეულს, იმან უგანა,
შეიშხუილა ბლის ტოტებში, იქ შეინიღბა…

მერე შოშიამ დაუსტვინა, მდევარს დასცინა,
შაშვის ჭახჭახიც გამოვარდა იქვე სუროდან,
იმა ჭახჭახში კაჭკაჭური კილო გაფრინდა,
მამლის ყივილი დაეწია ხის ფუღუროდან…

მტაცებელი კი, ფერფლისფერი, ალაგ წითური,
ფრთების ფართხუნით დამფრთხალს მიაწყდა,
ბეღურა ჩემსკენ გამოფრინდა ღონემიხდილი,
საშველად მიხმო; შემომწივლა, შემომაფრინდა…

მდევარი იგი, მის დაჭერას ცდილობდა მწველად,
და აღგზნებული, არ შეჩერდა ჩიტს თაქვე ჩაჰყვა,
ვერ შემეპუა, ბრმად მისდევდა ნირსა თუ ზნესა,
იქ, ბალახებში ფრთებით გაბმულს კლანჭი უმარჯვა…

მაშინ შევძახე, ფეხი გავჰკარ, ურჩად გაფრინდა,
მალე ბეღურაც შეფრთხიალდა, აღარ შიშობდა,
გულდამშვიდებულს მწიფე ლეღვი წამოელანდა,
გაძვრა-გამოძვრა, გაიტრუნა, სარჩო უხმობდა…

ვიხსენი მეთქი, შავარდნისგან ვიხსენი მეთქი!
წამით გავლაღდი, სიამაყით გავხედე ზეცას,
მერე უეცრად გამახსენდა მტაცებელ ფრინველს
ჩიტის ქორისა უფრო ჰქონდა ფერი და ზნეცა…

მაშინვე ზემოთ, ტოტზე თითქოს ბალღი ატირდა,
ცხენის ჭიხვინი დამცინავად მიჰყვა ფოთლის ღარს,
ერიჰა მეთქი, კარგა შევკრთი, სმენა დამიფრთხა,
და მოჩვენებამ ხის კენწეროდან ლამის ხელი მკრა…

”უჰ, ჩიტის ქორი შავარდენად რამ მომალანდა?!”
გავიფიქრე და უნებლიეთ დამეტყო წყენა…
ბეღურასათვის რა შვება იყო, თუ ჩაავლებდნენ,
თუნდაც არწივი, შექმნილიყო მის ბედისწერად…

მერე ვიხილე, ხის ტოტიდან ჩხიკვმა ისკუპა,
ნაცნობ ბეღურას დააცხრა და წამში გაგუდა,
ჩიტის ქორივით გაიფხორა და მოჰყვა პრანჭვას;
თავგამოდება გამიმასხრა, ნიშნი მარგუნა…
9.08.2001

თითქოსდა სამშვიდობოს გასული ადვილად ივიწყებს თავსგადამხდარ ფათერაკს, მოდუნდება და…თუმც, მტაცებელი ფრინველი მრავლადაა, მაგრამ ჩხიკვებზე ანუ ჯაფარებზე, ამ ნიჭიერ ”იმიტატორებზე ”, (თავისებურ წამქეზებელებზე), ის მინდა შეგახსენოთ, რომ გამორჩეულად კოლორიტულები არიან; მოხერხებულნი და ეშმაკები სწრაფად ხტიან ტოტიდან ტოტზე… (თუმც, ცუდად ფრენენ…) არბევენ ჩიტების ბუდეებს, სვამენ კვერცხებს, ჭამენ ბარტყებს, ზოგჯერ მოზრდილ ჩიტებსაც ჯაბნიან და კლავენ, ნადირობენ მწერებზე, თაგვებზე, ახალგაზრდა გველგესლებზეც კი…იღებენ სხვადასხვა პოზებს, ბაძავენ, აჯავრებენ სხვადსხვა ფრინველებსა თუ ცხოველებს; შაშვს, შოშიას, კაჭკაჭს, კოდალას სტვენასა თუ გალობაში... მამალს ყივილში; ცხენს ჭიხვინში… შინაურ პირობებში გაწვრთნილები წარმოთქვამენ ზოგიერთ სიტყვას და მცირე სიმღერებსაც უსტვენენ …
ასე რომ, მავნებლობის გარდა ’შოუბიზნესში” წარმატების მოპოვებაც შეუძლიათ…

ბედისწერის ოინი…The trick of fate...
© გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”

































































/\
========
=======
/\
\/

საძიებელი
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
/\
========
შინაარსი - Content:
მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
Занимательные строфы... Джанри Гогешвили / Diverti...
***Занимательные строфы / Diverting stanzas…
***
 ”…რეჟიმი უნდა გასამართლდეს…” / “…Режим должен быть... 
*
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)


/\
=======

საძიებელი ”დატყვევებულ” ვებ-საიტისა; (gogejanr.blogspot.com)ზე), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”.../
გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
========
========
/\


ინგლისურენოვანი...
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
========
=======***

რუსულენოვანი...

=======

Комментариев нет:

Отправить комментарий